კითხვისა და მადლიერების დღესასწაული ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში
05-12-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში კიდევ ერთი ულამაზესი ღონისძიება გაიმართა. ის კითხვისა და მადლიერების დღეს მიეძღვნა. მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ დამრიგებელ ლაურა ვარდანიანთან ერთად, ამერიკელი მწერლის შელ სილვერსტეინის მოთხრობის მიხედვით, წარმოდგენა დადგეს.
მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, იცეკვეს, იმღერეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
„მოთხრობა მორალურ გზავნილს ატარებდა. ის მშობელსა და შვილს, ბუნებასა და ადამიანს შორის, თავდაუზოგავი სიყვარულის, მეგობრობისა და ერთგულების იდეას ბადებს. ბავშვები ცეკვავდნენ „ზეთისხილის ხის ცეკვას“, მღეროდნენ სიმღერას - „სიკეთის ხე“ და ყველას მშვენიერი მომენტები აჩუქეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს