„ოქროს შემოდგომის გაცილება“- ფერადი ღონისძიება ორლოვკის საჯარო სკოლაში
05-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - კარინე ბასენციანმა, მშობლების მხარდაჭერითა და მე-2 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ღონისძიება - „ოქროს შემოდგომის გაცილება“, გამართა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს,იცეკვეს და შემოდგომა ძალიან მხიარულად გააცილეს. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ საკლასო ოთახი ძალიან ლამაზად, თემის შესაბამისად, იყო მორთული, რამაც საზიემო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს