ნიგვზიანის საჯარო სკოლის ღია გაკვეთილზე გურიის სამოქალაქო განათლების პედაგოგებსა და ფორუმის წევრებს უმასპინძლეს
05-12-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლას, გურიის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სამოქალაქო განათლების ფორუმის წევრები სტუმრობდნენ.

სკოლაში, ღია გაკვეთილის ფორმატში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში, რომელსაც სკოლაში მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

გაკვეთილის თემა - „მორალი და სამართალი ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ ბოშების“ მიხედვით“, გახლდათ. 

შეხვედრაზე, მოსწავლეებმა მორალური და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს ნაწარმოებში დასმული პრობლემა, იმსჯელეს დანაშაულის ცნებაზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე კი,  განიხილეს „ბოშების“ საქმე და გამოიტანეს განაჩენი. 

გაკვეთილი VIII კლასში ჩატარდა და მას მასწავლებელი - მიხეილ სურგულაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203