ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლის - ტარიელ მანველიძის სპორტული წარმატება 
05-12-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას, არაერთი მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ტარიელ მანველიძე. 

აღსანიშნავია, რომ ტარიელი უკვე რამდენიმე წელია აქტიური სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი შრომის შედეგიც სახეზეა - სკოლის საამაყო მორკინალი, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში, რესპუბლიკურ ტურნირზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. 

მოსწავლე მიღწეული წარმატებისთვის ხრიდოლის აკადემიამ დააჯილდოვა. სკოლაში უხარიათ მოსწავლის მიღწევა, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.

„გილოცავთ, ტარიელ და გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203