„ცეკვავენ პატარა ვარსკვლავები“ - იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის სახალისო კონკურსი გაიმართა 
05-12-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი კონკურსი - „ცეკვავენ პატარა ვარსკვლავები“, გაიმართა. 

მოსწავლეები საგანგებოდ, მრავალფეროვან კოსტიუმებში გამოეწყვნენ და დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.  

საინტერესო კონკურსი პედაგოგების: ლალი ვაჭრიშვილისა და ხაჯა ნოვრუზოვას ინიციატივითა და დირექტორის - რიზვან უსუფოვის ხელშეწყობით, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო. 

სკოლაში მოსწავლეებს მადლობას უხდიან საოცარი სანახაობისთვის და თითოეულ მათგანს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„მომავალში დიდ სცენაზე გვენახოს თითოეული მათგანი“, - ამ სურვილით კი, სასკოლო საზოგადოება „პატარა ვარსკვლავებს“ გზას დიდი სცენისკენ ულოცავენ.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203