წალენჯიხის N2 სკოლაში, მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები განხორციელდა
05-12-2023

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში საერთაშორისო კამპანის - დავასუფთავოთ მსოფლიო, ფარგლებში, ბიოლოგიის პედაგოგმა - მედეა როგავამ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები განახორციელა. 

მათი საპრეზენტაციების თემები იყო: „დავასუფთავოთ მსოფლიო“ და „დღე ავტომობილის გარეშე“. მოსწავლეებმა  სასკოლო საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზები გააცნეს.

„ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების ინფორმირებულობას გარემოს პრობლემებზე და ამავე დროს, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რაც დადებითად აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე“,- აღნიშნა მედეა როგავამ. 

სკოლა წარმატებებს უსურვებს მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებსა და ბიოლოგიის პედაგოგს - მედეა როგავას, დასახული მიზნების განხორციელების საქმეში. 

„კლიმატის ცვლილების შედეგად, იცვლება ბუნება და ეკოსისტემები. ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, საქართველოც მწვავედ დგას ამ პრობლემის წინაშე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203