ერკეთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე გიორგი მექვევრიშვილი კოდის წერის კონკურსის ფინალურ რაუნდში გადავიდა
05-12-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მონდომებული, აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლბენ. 

მათგან ერთ-ერთი VI კლასის მოსწავლე გიორგი მექვევრიშვილია. ის RoCo Academy-ის ორგანიზებულ HOUROFCODE2023-ის ოლიმპიადის პირველ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა და ფინალურ რაუნდში გადავიდა. 

კოდის წერის კონკურსის ფინალური რაუნდი 10 დეკემბერს, ქალაქ თბილისში გაიმართება. სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსუსვრბენ.
 
„სასკოლო საზოგადოება წარმატებებს უსურვებს გიორგი მექვევრიშვილს და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს - ცისია კალანდაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203