ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შუა საუკუნეების ისტორიული, ლიტერატურული და მითოლოგიური გმირები კომიქსებით გააცოცხლეს
05-12-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული.

მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამჯერად, Vlll კლასის მოსწავლეებმა, შუა საუკუნეებთან დაკავშირებით, კომიქსები დაამზადეს და კლასში წარადგინეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათი კომიქსების მთავარი მოქმედი პირები საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და მითოლოგიის პერსონაჟები არიან. მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203