კოდის საჯარო სკოლის მასწავლებელი და მოსწავლე საინტერესო პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ
05-12-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტსა და ღონისძიებაში ხშირად მონაწილეობს.

თბილისში „შერატონ გრანტ თბილისი მეტეხი პალასში“, პროექტის - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აქტივობის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: კოდის საჯარო სკოლის კლუბის ფასილიტატორი - ნინო ოქროპირიძე და კლუბის წევრი მოსწავლე - სალომე მონადირიშვილი. მათ პროექტის - „თავისუფალი მწვანე ზონა“, განხორციელებაზე, შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

აღნიშნული პროექტი სამ რეგიონში - გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, სკოლებში „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიები“ ამოქმედდა. პროექტის აქტიური მონაწილე იყო კოდის საჯარო სკოლა, კლუბის ფასილიტატორები ნინო ოქროპირიძე და ანა პაპაშვილი არიან.

„პროექტის დასასრულს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტის ყველა მხარდამჭერს: ქალბატონ დალი გაბრიჭიძეს, პროექტის დანერგვისთვის, მოსწავლეებს - ჩართულობისთვის, მშობლებს, კურსდამთავრებულებს, ადგილობრივ ბიზნესმენებს - მხარში დგომისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს - პროცესში აქტიური მონაწილეობისა და დახმარებისთვის. ასევე, ქალბატონ ლალი შიხიაშვილს, პროექტის მხარდაჭერისა და გაგრძელებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203