„ჩემი კუთხის შემოდგომა“- ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-12-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

ამჯერად, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მზევინარ ქობალიამ პროექტი - „ჩემი კუთხის შემოდგომა“ განახორციელა. მის მუსიკალურ გაფორმებაზე კი მუსიკის მასწავლებელმა, თამარ ლუკავამ იზრუნა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტი იმდენად სახალისო აღმოჩნდა, რომ უფროსკლასელებისა და მშობლების აქტიური ჩართულობა გამოიწვია. მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.

„ყველაზე სახალისო აქტივობად მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული ტკბილეულის - ჩურჩხელის ამოვლება აღიარეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203