შავღელეს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
05-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს შემეცნებით, სახალისო და მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო ინგლისური ენის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი წარადგინეს თემაზე - My family. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი რესურსები გამოფინეს, იმსჯელეს თემის ირგვლივ და თავიანთი ნამუშევრები კლასელებს გააცნეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასიამოვნო სასწავლო გერემოს შემქნა და საინტერესო გაკვეთილებითა თუ დავალებებით, მათი მოტივაციის ამაღლება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203