
თბილისის N212 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან სკოლაში ჩატარდა მეტად საინტერესო, აქტუალური პროექტი - „ეკოკულინარია“.
„პროექტის მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღ კვებას“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან სალათები და დესერტი მოამზადეს.
მათი მომზადებული კი ჟიური შეაფასა.
შეფასდა რამდენად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იყო გამოყენებული მათ მიერ მომზადებულ კერძებში, ასევე ყურადღება მიექცა გემოსა და ვიზუალურ მხარეს.
პროექტში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. „ეკოკულინარიას“ ორგანიზება გაუწია ბიოლოგიის პედაგოგმა, ხათუნა შალიკაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: