
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძება წარუდგინეს.
„რატომ არის ხელოვნება და შემოდგომა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთში გაერთიანებული ორი ცნება?“ - ეს კითხვა კი, ღონისძიების მთავარი ამოცანა გახლდათ.
კითხვაზე პასუხი კი, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიებით გასცეს. სხვადასხვა შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულმა ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა გააცოცხლეს: თეატრი, პოეზია, კინო, მუსიკა, მხატვრობა ...
„ხელოვნების მასწავლებელმა და მოსწავლეებმა შემოდგომისფერი ფოთლებით გადმოსცეს ის სევდა და სიხარული, რაც მათ გულებს ხელეწიფებოდათ და ბოლოს, გაცილება მოუწყვეს შემოდგომას, როგორც მუზასა და ამა სოფლის მშვენიერებას“, - ასე აღწერეს სკოლაში ღონისძიება, რომელიც წელიწადის ოქროსფერ შემოდგომას მიეძღვნა.
დღე ემოციური, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: