
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთის ფედერაციამ მაისურებით და ბურთებით დაასაჩუქრა.
აღნიშნულ დღეს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან და პედაგოგებთან ერთად ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ, რომლებიც სკოლის ეზოში ჩატარდა.
საჩუქრებმა თითოეული მოსწავლე ძალიან გაახარა და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
სკოლა, მოსწავლეთა გახარებისთვის ფეხბურთის ფედერაციას მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და მოსწავლეებში სპორტის სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: