ალერტკარის საჯარო სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
05-12-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. 

14 ნოემბერს, ალერტკარის საჯარო სკოლას საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის მეორე ბრიგადის სერჟანტი დავით გულუა და სერჟანტი შავლეგ თიქრია ესტუმრნენ. 

სტუმრობა სასკოლო საზოგადოებასთან, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, საინფორმაციო შეხვედრას ითვალისწინებდა. მიზანი კი საქართველოს თავდაცვის ძალების მიღწევების, მათი როლისა და მნიშვნელობის გაცნობა იყო.

სერჟანტებმა ამომწურავად ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის, სამხედრო ტექნიკური აღჭურვილობის მიღწევების, საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობის შესახებ. კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებაში, მომავალი თაობის აქტიურობა გადამწყვეტია.

სკოლაში სტუმრებს საინტერესო შეხვედრისა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის მადლობას უხდიან. 

„მათთან ერთად გავიხსენეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა. მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს, პატრიოტული სულისკვეთებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203