
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა 30 ნოემბერს ღონისძიება გამართეს და წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. პატარებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და იაპონური ხელოვნების - იკებანას ნამუშევრები შექმნეს - ყვავილებით, ფოთლებითა და ტოტებით.
აღსანიშნავია, რომ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: