„ბანანიდან დნმ-ის გამოყოფა“ -  ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესო ცდა ჩაატარეს
05-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი სასწავლო პროცესი შესთავაზონ. 

4 დეკემბერს, მე-10  კლასში, ბიოლოგიის გაკვეთილზე, მოეწყო საინტერესო გაკვეთილი, თემაზე - „ბანანიდან დნმ -ის გამოყოფა“. 

თემის უკეთ შესწავლისთვის, მოეწყო ექსპერიმენტალური ცდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები ხალისით ჩაერთნენ პროცესში, სასწავლო თემა პრაქტიკული დავალებით გააანალიზეს და თავიანთი დაკვირვებით, საგაკვეთილო მასალა უკეთ შეისწავლეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ნაყოფიერად, მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203