ხონის N2 სკოლაში საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
05-12-2023

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დებატკლუბის მონაწილე მოსწავლეები ესწრებოდნენ. კლუბის ხელმძღვანელია ქართული ენის მასწავლებელი ნინო უგრეხელიძე.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მომხსენებელმა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ნატოსთან პარტნიორობაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203