დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო ექსკურსია მოეწყო
05-12-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში დახმარებას და სხვადასხვა სფეროსადმი ინტერესის აღძვრას დიდი ყურადღება ეთმობა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მთელი სემესტრის მანძილზე მიმდინარეობს მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა - „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის სასწავლო კურსი“. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორს შორის სემესტრის დასაწყისში გაფორმდა. 

ამჯერად, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია აკადემიის საჩხერის განყოფილებაში - „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია საჩხერეში“, მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა კურსმა, სადაც მოსწავლეებთან თავდაუზოგავად მუშაობს მასწავლებელი ნიკა გელბახიანი.

სახელმწიფოს მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ, სკოლას გადასცა უამრავი საჩუქარი, რისთვისაც სკოლა მადლიერებას გამოხატავს რექტორის - სოფიო მაჭარაშვილის მიმართ.

„გულითადი მადლობა ჩემი მოსწავლეების სახელით ქალბატონ სოფიოს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203