
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში, საინტერესო ღონისძიება - „კულინარული დუელი“ გაიმართა.
კულინარიულ შერკინებაში, ერთმანეთს ორი გუნდი დაუპირისპირდა, ბავშვები დიდი მონდომებით და ძალისხმევით მოეკიდნენ დაკისრებულ დავალებას.
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით დაამზადეს სხვადსხვა კერძი, ჩაატარეს ექსპერიმენტები, საყვარელი ინგრედიენტები ერთმანეთს დაუმატეს და საბოლოოდ, კერძთა მრავალფეროვაანი არჩევანი მიიღეს.
ორივე გუნდმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, მაგრამ მაინც მეგობრობამ გაიმარჯვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა.
იხილეთ ფოტოები: