პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ტრენინგებში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
05-12-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში გამართულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში, თემატური ტრენინგები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, კახეთის მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო აემაღლებინა მოსწავლე გოგონების ცნობიერება მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ;

ტრენინგს ესწრებოდნენ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლე გოგონები.

30 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც საქართველოს და კანადის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გოგონებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203