„პროფესიული განათლება საქმიანი თაობისთვის!“ -  ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელები კულინარიის საფუძვლებს გაეცნენ
05-12-2023

„პროფესიული განათლება საქმიანი თაობისთვის!“ - ამ გზავნილით, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

პატარები, კაფეს - „ძველი ტყიბული“, სტუმრობდნენ, სადაც გაეცნენ სამზარეულოს და მიიღეს პროფესიონალური რჩევები წამყვანი მზარეულებისგან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ჩაუტარდათ პიცის მომზადების მასტერკლასი, ასევე გაეცნენ სუფრასთან ჭურჭლის დალაგებისა და გამოყენების აუცილებელ რეკომენდაციებს, შემდეგ კი თავადაც მასწავლებლის დახმარებით, ჩაატარეს მასტერკლასი. 

თბილი გარემო, საუკეთესო თანამშრომლები, მოსწავლეებზე მზრუნველობა -  წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩებათ მოწაფეებს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ლია ბარბაქაძე გახლავთ, რომელიც მადლობას უხდის კაფის წარმომადგენლებს საუკეთესო მასპინძლობისთვის. 

„მადლობა თანამშრომლობისთვის, გულითადი დახვედრისთვის და პროფესიონალური მასტერკლასებისთვის კაფის - „ძველი ტყიბული“, თითოეულ წარმომადგენელს“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203