გაიცანით, ქუთაისის N40 სკოლის სპორტის პედაგოგი ბესიკ ჯანელიძე, რომელიც სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს
05-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ასწავლიან.

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია სპორტის პედაგოგი ბესიკ ჯანელიძე. ის კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისი მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომა სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ის 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სკოლიდან წარიგზავნა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბა იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში.

აღნიშნულ დღეს, 11 პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მათ ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით და სამკერდე ნიშანი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203