
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის ll კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მშვენიერება ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა წელიწადის ამ ულამაზეს დროს ხოტბა შეასხეს და პედაგოგ მანანა კირკიტაძის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა - მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საზეიმო-გასართობთან ერთად ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი. მოსწავლეებმა წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: