ნიგვზიანის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
04-12-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

მას ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 9 წლის ვადით მიენიჭა. სკოლაში ამ ფაქტით ხარობენ და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის თითოეულ წევრს, მთელ სასკოლო საზოგადოებას - დირექციას, პედაგოგებს, ტექნიკურ პერსონალს, მოსწავლეებსა თუ მშობლებს. ეს ერთობლივი ძალისხმევის, ყოველდღიური შრომის, შემართების, გუნდურობისა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის არსებობის დამსახურებული შედეგია.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტის შესაბამის ყველა კრიტერიუმს დადებითი შედეგით უპასუხა.
გვჯერა, ნიგვზიანის საჯარო სკოლა კიდევ ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს, ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203