რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
04-12-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო. 

სასკოლო საზოგადოებამ წელიწადის ოქროსფერი დრო, შემოდგომა ზეიმით გააცილა. მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვადასხვა ნომერი გამართეს. 

მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოდგომაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო შესაბამისად, შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით იყო მორთული. 

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203