
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა შემოქმედებითი სახის აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ბარაქიანი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
ღონისძიებაში - „შემოდგომის გაცილება“ სკოლის დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ის ქართულის ენისა და ლიტერატურის უფროსმა პედაგოგმა - ეკა გვიდანმა განახორციელა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა სახის ხილი, ხელნაკეთი გოდრები, თიხის ჭურჭლები. „შემოდგომის სუფრა“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაწყობილი იყო მრავალფეროვანი ორნამენტებით. აღსანიშნავია, რომ სკოლაშივე გაკეთდა თათარა, რომელშიც ყველა მოსწავლემ სიმბოლურად ჩურჩხელა ამოავლო.
„ამ გასაოცარი სანახაობით, ისიამოვნეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მაყურებლებმა“, - ამბობენ სკოლაში.
ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთი დაუვიწყარი იყო სასკოლო ცხოვრებიდან.
„ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ შემოდგომის გაცილებასა და ზამთრის დადგომას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: