კიროვაკანის საჯარო სკოლაში პოეტი ბერის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
04-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის მშობლიური ენის მასწავლებელმა - ა. კარაგოზიანმა მეცხრე კლასში ჩაატარა შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „ნარეკაცის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები“. 

მოსწავლეებმა გრიგორ ნარეკაცის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, წაიკითხეს მისი პოეტური ტექსტები, აიმაღლეს ცოდნა და მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ. 

გაკვეთილი, როგორც აღვნიშნეთ არაერთ აქტივობას თუ სასწავლო რესურსს მოიცავდა, რაც მოსწავლეთა ჩართულობაზე აისახა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203