ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
04-12-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მონდომებული, ნიჭიერი, შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტსა თუ შეჯიბრში მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა - ნინი მაღლაკელიძემ, ამირან კუხალაშვილმა, ალექსი დავითულიანმა, თიკო არნანიამ (სათადარიგო) ჭადრაკში, ხონის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს და თასით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს