„ჩემი სკოლის ლამაზი ეზო“ - ​რუსთავის N20 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა 
04-12-2023

​რუსთავის N20 საჯარო სკოლაში, პროექტი „ჩემი სკოლის ლამაზი ეზო“ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა.

მოსწავლეები, პედაგოგები, თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრები პროექტის ფარგლებში, ეზოს დასუფთავებაში, ნარგავების მოვლა-პატრონობასა და სხვა საშემოდგომო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

აქიტოვობების შესრულებისას მათ დიდი მონდომება და ძალისხმევა გამოავლინეს.

სკოლის ეზოს დასუფთავებაში, როგორც გვიყვებიან, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქ რუსთავის მერიის შესაბამისმა სამსახურებმაც.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გარემოსდაცვითი აქტივობები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203