წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს
04-12-2023
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და ინტელექტუალურ თამაშსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, რომელიც 2 დეკემბერს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის წყალტუბოში გაიმართა.

თამაშში ასევე ქალაქის N1, N2, N3, N4 საჯარო სკოლის გუნდები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: წყალტუბოს, ბანოჯის, ახალი საყულიის, საყულიის ინტელექტუალურ მოსწავლეთა გუნდები, არასახელმწიფო საერო-საშუალო სკოლა „ოცნება“ და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თამაშის თემატიკა ევროპა და ევროკავშირი იყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინტელექტუალური თამაში დაძაბულ და გარდამავალ უპირატესობაში მიმდინარეობდა.

1-ელი ადგილის მფლობელი განსაზღვრულმა 24-მა კითხვამ ვერ გამოავლინა. ამიტომ, დამატებითი კითხვები დაინიშნა, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდა გამარჯვებული გუნდი.

ბავშვებმა თამაშში შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს, რის გამოც სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე და ისტორიის მასწავლებელი ნარგიზ ფირცხალავა მათით ამაყობენ.

„ამ დიდ გამარჯვებას მოსწავლეებს ასევე სკოლას ინტელექტუალურთა კლუბი ულოცავს. დაე,  მუდამ გვეამაყოს თქვენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203