მანდაეთის საჯარო სკოლაში მათემატიკური შეჯიბრი ჩატარდა
04-12-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, მათემატიკის მასწავლებლების, ლარისა ცუცქირიძისა და მარინა ციცქიშვილის ხელმძღვანელობით, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ფარგლებში მათემატიკური შეჯიბრი ჩატარდა.

შეჯიბრში V, VI და VII კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მონაწილეებმა სხვადასხვა საინტერესო შეკითხვას უპასუხეს და ლოგიკური მათემატიკური ამოცანები ამოხსნეს. მათ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მხურვალედ გულშემატკივრობდნენ.

საბოლოოდ, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მოსწავლეები სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203