ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ექვსეული ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა
04-12-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ პროექტსა თუ აქტივობაში ერთვებიან, რისი საშუალებითაც შესაძლებლობებს ავლენენ.
ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ 2023 წლის ზამთრის სეზონის თამაშს შეუერთდა. მოსწავლებმა მათე სხილაძემ, ბარბარე შარიქაძემ, ელენე შერგელაშვილმა, ქეთევან ნიკაჭაძემ, თეკლა ოყროშიძემ და საბა ბოგვერაძემ ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინტელექტუალურ თამაშში ღირსეულად იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ ილემის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეების წარმატებაზე ზრუნავს და მათი მიღწევებით ამაყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს