ქუთაისის N38 საჯარო სკოლის Vl კლასის მოსწავლეებმა ხელნაწერი წიგნები შექმნეს
04-12-2023
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, Vl კლასში ხელნაწერი წიგნების შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ მონდომებით იმუშავეს და მაღალი ხარისხის ნამუშევრები დაამზადეს, შემდეგ კი პრეზენტაცია გამართეს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინა. კონკურსის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება და ცოდნის გაღრმავება იყო. აქტივობას პედაგოგი - მ.კიკვაძე უძღვებოდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203