„გალობის რაინდები“-  ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
04-12-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი მოსწავლეებს განვითარებასა და მოტივიებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობს. 

ამჯერად, მასწავლებელ შორენა ბერიძის ხელმძღვანელობით, VII კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „გალობის რაინდები“ გამართეს. „ცხოვრება არჩევანს ყველას სთავაზობს, გზას ისტორიისკენ ერთეულები ირჩევენ“,- მუსიკის გაკვეთილი სწორედ ამ სულისკვეთებით ჩატარდა.

მოსწავლეებმა თემატური ინფორმაცია, ფოტო, ვიდეომასალა მოიძიეს და ქრონოლოგიურად დაახარისხეს. შემდეგ, მასწავლებლის დახმარებით, პრეზენტაცია მოამზადეს და საგალობლების ფონზე გამართეს. გარდა ამისა, იმსჯელეს პრობლემურ საკითხებზე და ნახეს ვიდეოფილმი - „გალობის რაინდები“.

„დღეს ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა, რომ არა 88 წლის წინ, 1935 წლის 30 ნოემბერს მომხდარი ფაქტი, ამ დღე ეროვნულმა საგანძურმა, ქართულმა გალობამ უდიდესი ტკივილიანი გზის გავლით ბინა დაიდო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეოფილმი - „გალობის რაინდები“, რომლის სიუჟეტიც მოგვითხრობს ქართული საგალობლის გადარჩენის რთულ გზას, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ. ფილმის მთავარი გმირები არიან ქართველი მოღვაწეები, სწორედ მათ თავდადებას უნდა უმადლოდეს ქართული საგალობელი გადარჩენას - ფილიმონ ქორიძე, ექვთიმე კერესელიძე აღმსარებელი, ძმები კარბელაშვილები. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს მათი თავდადება და ამაგი ღვთისა და ერის წინაშე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203