დიდი სმადის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
18-05-2018
დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დასრულება ღონისძიებით - „ანბანის გაცილება“ აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ანბანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ლექსები წარმოთქვეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. მოსწავლეებმა ასევე ანბანს სიმღერები მიუძღვნეს.
1-ელ კლასს პედაგოგი მარი ტყემალაძე ხელმძღვანელობს.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექციამ პირველკლასელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს