მერენიის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დინოზავრების სამყაროში „იმოგზაურეს“
04-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელთან ერთად, დინოზავრების სამყაროში „იმოგზაურეს“. მათ პედაგოგმა გადაშენებული ცხოველების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მოსწავლეებმა დინოზავრების სახეობებზე ისაუბრეს, ერთმანეთს თავიანთი შეხედულობები გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და პლასტელინისგან დინოზავრების ფიგურები გამოძერწეს. აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203