ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ
04-12-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.

II და IV კლასის მოსწავლეები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ. მოსწავლეები ასევე მონაწილეობდნენ დადიანების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროგრამის ფარგლებში ისინი გაეცნენ, დადიანების მუზეუმის ისტორიას, დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები. ასევე, დაესწრნენ  საგანგებოდ მათთვის განკუთვნილ პრეზენტაციას თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

ბოლოს კი, მოსწავლეებმა, თავიანთი ხედვით, შექმნეს კომპოზიციები შემოდგომის მოტივებზე. 

აღსანიშნავია, რომ გასვლით აქტივობას ორგანიზება გაუწიეს ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, სოფიო დარსანიამ და შესაბამისი კლასების დამრიგებლებმა -  ლალი ბარქაიამ და რადმილა აბსავამ

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203