
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის მე-9 კლასში, პროექტის - „გააცოცხლე ისტორია ჩემს სკოლაში“, შეჯამება მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელეს ქართულის, როგორც მეორე ენის, ისტორიის, ხელოვნებისა და ბილინგვური განათლების მასწავლებლებმა.
პროექტი 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ და მოინახულეს ვარძია, შეისწავლეს თამარ მეფის ხანა, ვარძიის კომპლექსის სტრუქტურა და სამცხე-ჯავახეთის კულტურა.
საბოლოოდ, პროექტი გამოვიდა შემეცნებითი, ნაყოფიერი და საინტერესო.
იხილეთ ფოტოები: