
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნაბად მუსაევასთან ერთად, მათემატიკის გაკვეთილზე იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით - „სამკუთხედის ტიპები“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს, სადაც დაიტანეს ინფორმაცია სამკუთხედების ტიპები და სამკუთხედის დახარისხების გზებზე ისაუბრეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვეს, საგანში ცოდნა გაიღრმავეს და განიმტკიცეს.
იხილეთ ფოტოები: