პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს
04-12-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები დამრიგებლების ხელმძღვანელობით, მხიარული აქტივობებით გამოემშვიდობნენ შემოდგომას.

მათ ღონისძიებებით - „შატბერაშვილის შემოდგომა“ და „შემოდგომის ფერები“ გაახალისეს სასკოლო გარემო. ზეიმზე მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნულ დღეს პედაგოგთა ხელმძღვანელობით კლასში „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს.

აღნიშნულ დღეს ასევე მიეძღვნა გასვლითი აქტივობა, რამაც ბავშვებში განსაკუთრებული ემოცია აღძრა.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203