კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლე ინგა მოვსესიანი „ეტალონმა“ ოქროს სიგელით დააჯილდოვა
04-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლე ინგა მოვსესიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მერვე კლასის მოსწავლემ დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და მეორე ეტაპში „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლას ყოველწლიურად ჰყავს პროექტის მონაწილე აქტიური მოსწავლეები.

მათ მოსწონთ პროექტში მონაწილეობა და ცდილობენ ცოდნის მაქსიმალურად წარმოჩენას. 

მიმდინარე წელსაც სკოლას ჰყავს წარმატებული მონაწილე, ეს გახლავთ ინგა მოვსესიანი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, მოტივაციის ამაღლებისა და საკუთარი უნარების გააქტიურების მიზნით.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203