
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა და პედაგოგმა - ჰასმიკ ანტანოსიანმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფლის მოხუცებს სიურპრიზი მოუმზადეს.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა 70 წელს გადაცილებულ ბებია- ბაბუებს საჩუქრები გადასცეს.
აქციის - „როგორ გადის სიბერე ჟდანოვაკანში?“ მონაწილეები ასევე ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ როგორია მოხუცებულთა სიბერე და როგორ გრძნობენ ისინი თავს. ბავშვებმა ხანდაზმულების მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.
ბებია-ბაბუები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სიურპრიზის გამო, ძალიან გახარებულნი და მადლიერნი დარჩნენ.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: