განძის N2 სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
04-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები, შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეებმა, წელიწადის ოქროსფერი სეზონი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელით, სადღესასწაულოდ გააცილეს.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს როლები, ქართული სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს დალოცვილი შემოდგომის ბარაქა.

თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები, შემოდგომის ნუგბარით გაფორმებული საკლასო ოთახი და ამაღლებული განწყობა - ასეთი გახლდათ საშემოდგომო დღესასწაული განძის N2 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203