„შემოდგომა ჩემს სოფელში“ - შთამბეჭდავი პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
04-12-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლის V კლასის დამრიგებელმა ქალბატონმა ქეთევან ნადირაშვილმა სადამრიგებლო კლასში განახორციელა პროექტი - „შემოდგომა ჩემს სოფელში“. 

პროექტში მეხუთეკლასელები აქტიურად ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს. 

ბავშვებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, სიმღერები, ნოველები ... ჩაერთნენ არაერთ საინტერესო აქტივობაში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობებმა მოსწავლეებში დიდი მხიარულება გამოიწვია და ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

ღონისძიების ორგანიზებაში და საშემოდგომო გარემოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს კიდევ მრავალი ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ჩატარებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203