იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე ინდოევროპულ ენათა ოჯახის ხე შექმნეს 
04-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ახლახან, იხტილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ ვარდითერ ბაგდასარიანთან ერთად ინდოევროპულ ენათა ოჯახის ხე დაამზადეს. 

მეათეკლასელებმა ინდოევროპულ ენებზე ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური პლაკატი შექმნეს. მათ დაკარგული ენები შავად, ცოცხალი ენები კი მწვანე ფერით გააფერადეს.

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, რაც მათ ჩართულობაზე აისახა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203