ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
04-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

პირველიდან მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის - წოვინარ ბაბოიანის ხელმძღვანელობით, გამართეს ლამაზი ღონისძიება და ოქროსფერ შემოდგომა მრავალფეროვანი წარმოდგენით გააცილეს. 

ლამაზად და ფერადად მორთულ სააქტო დარბაზში ასევე თემატურად მოკაზმული მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და სპექტაკლი გაითამაშეს. 

აღსანიშნავია, რომ ყაურმის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203