ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს
04-12-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-3 კლასში ჩატარდა სასკოლო ღონისძიება „შემოდგომის გაცილება“.

ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრებიც.

ამასთანავე, ბავშვებმა წარმოადგინეს ხმელი ფოთლებითა და სხვადასხვა ბუნებრივი მასალის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრები. 

ღონისძიებაზე კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე Paint- 3D-ში თემაზე - „შემოდგომა“ მესამეკლასელთა შესრულებული ნამუშევრებიც „გამოიფინა“, რომლებიც პროექტორის საშუალებით გაშუქდა. 

ღონისძიებას დაწყებითი კლასების მასწავლებელი თამარ ხომერიკი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით, ღონისძიებები ხშირად ეწყობა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:














 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203