შემოდგომის ბარაქა და ფერთა სიუხვე ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღონისძიებაზე 
04-12-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოდგომას კოსტიუმირებული ღონისძიებითა და მრავალფეროვანი წარმოდგენით დაემშვიდობნენ. 

„შემოდგომის გაცილება“ - ასე უწოდეს მეექვსეკლასელებმა ღონისძიებას, რომელიც რუსული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის - ნანა კალაძის ხელმძღვანელობით გამართეს.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი შთამბეჭდავი დეკორაციებით გააფორმეს, საშემოდგომო ნუგბარით მოაწყვეს კუთხე და დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი წარმოდგენა შესთავაზეს. 

„კიდევ ერთხელ აგვავსეს შემოდგომის სილამაზითა და ფერთა სიუხვით. შემოდგომა ხომ წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესი სეზონია და საგანგებოდ მოწყობილ სცენასაც ამშვენებდა ფერთა სიუხვე. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები, სიმღერები, მისი სპეკტაკლი, შემოდგომის თემასთან დაკავშირებული სააზროვნო-სახალისო აქტივობები“, - ასე შეაფასეს შემოდგომისადმი მიღძვნილი ღონისძიება სკოლაში. პედაგოგს კი, მადლობა გადაუხადეს საინტერესო წარმოდგენისთვის

„თუ მასწავლებელს მხოლოდ საქმის სიყვარული აქვს ის კარგი მასწავლებელი იქნება. თუ მასწავლებელი აერთიანებს სამუშაოს და მოსწავლეების სიყვარულს, ის არის სრულყოფილი მასწავლებელი“, - ამ ფრაზით კი, სკოლაში, მასწავლებლის საქმიანობა, ღვაწლი და შრომა კიდევ ერთხელ დააფასეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203