„გამარჯობა, ზამთარო“ - ​ოროჯალარის საჯარო სკოლის მესამეკლასელთა წარმტაცი ღონისძიება
04-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მუსიკის მასწავლებელ არეგნაზ მკრტჩიანის ორგანიზატორობით ღონისძიება სახელწოდებით - „გამარჯობა, ზამთარო“ ჩატარდა. ზეიმში მესამეკლასელები მონაწილეობდნენ. ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.

მათ ღონისძიებაზე ასევე იმღერეს, იცეკვეს, სპექტაკლი გაითამაშეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა შემოქმედობითობით იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიხიბლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203